10 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საახალწლო-საშობაო ზეიმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კულტურის სახლთან არსებული ვოკალური, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ზეიმზე ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ერთდროული ფულადი ჯილდო გადაეცათ წლის წარმატებულ სპორტსმენებს და მწვრთნელებს, ხოლო ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კოლხეთს“ სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. ზეიმის დასასრულს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ქარდავამ და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გ. ქაჯაიამ ახალი წლის შემობრძანება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს დამსწრე საზოგადოებას.