25 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის - დედ-მამით ობოლი ბავშვებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაიმართა საღამო- „საახალწლო ზღაპარი“, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრიდან მოწვეული სტუმრები.
საღამოს დასასრულს ღონისძიების ორგანიზატორებმა მოწვეული სტუმრებისთვის ალაფურშეტი მოაწყვეს.