ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი პროდუქტების პაკეტს, ხობის მუნიციპალიტეტის 25 საბავშვო ბაღის 1149 აღსაზრდელი მიიღებს.
პროდუქტების გაცემის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია გაეცნენ. საბავშვო ბაღებში სამომხმარებლო პროდუქტის გაცემა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციის შესაბამისად მიმდინარეობს