ხობის მუნიციპლიტეტის მასშტაბით სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქ ხობის N2 და პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესს დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ეკა ხასია და საკრებულოს წევრი გოჩა ჯობავა გაეცნენ. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „ჰიგია“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს.