საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, პროგრამის ფარგლებში ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და მათი პედაგოგების მონაწილეობით
მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიციები შესრულდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია საზოგადოებასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.