18 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს და აღმზრდელ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ,საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა დაახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ მიულოცეს.