1 ივლისს მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში დასრულდა საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით „გზა სკოლისაკენ“. ხობის N2, შუა ხორგისა და პირველი მაისის საბავშვო ბაღებს სტუმრობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს მაჟორიტარი წევრი პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულიდან მალხაზ ლაგვილავა, საკრებულოს წევრი მერაბ ფილიპია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკივინია და გამგებლის წარმომადგენელი პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მარინა ლაგვილავა. გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საკონცერტო ნომრები, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სტუმრებმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მიულოცეს ეს ღირშესანიშნავი დღე და სკოლისკენ მიმავალ გზაზე წარმატებები უსურვეს.