24 თებერვალს თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ოკუპაციის პერიოდის ამსახველი ფოტო მასალა გამოიფინა. ბიბლიოთეკის თანამშრომლების ორგანიზებით დღის ბოლოს, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან 1921 წლის ოკუპაციის შესახებ შემეცნებითი ხასიათის საუბრები გაიმართა.