ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს საბონიფიკაციო ღონისძიებებს კოღოების გავრცელებისა და გამრავლების ადგილების პროფილაქტიკის მიზნით. ამ პროგრამის ფარგლებში 17 აგვისტოს, ბონიფიკატორმა განახორციელა ქალაქ ხობის მრავალსართულიანი ბინების სარდაფების შეწამვლა. მსგავსი სამუშაოები გაგრძელდება ზაფხულის სეზონის განმავლობაში. შეწამვლები ტარდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ენტომოლოგისა და ინსტრუქტორ-ბონიფიკატორის ზედამხედველობით.