2016 წლის 28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით გამართა კვლევის „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2016 წელს“ პრეზენტაცია. კვლევის ფარგლებში, 2016 წელს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგად, IDFI-იმ დაასახელა ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.
კვლევების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო დასახელდა 2016 წელს ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებათა რიგში და გადაეცა შესაბამისი სიგელი.