2017 წლის 10 მაისს საჯარო სამსახურის ბიურომ სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უწყებების, სასამართლო ხელისუფლებისა და დასავლეთ საქართველოს თვითმმართველობებისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა და საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი გიორგი გერგაია.