ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ საჯარო სკოლებში მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასწავლი წლის დაწყება მიულოცა. მუნიციპალიტეტში არსებული 26 საჯარო სკოლიდან, სასწავლო პროცესი 23 სკოლაში დაიწყო. გამონაკლისი ხობის N1, საჯიჯაოს N2 და პატარა ფოთის საჯარო სკოლებია, რომლებშიც მიმდინარე სარემოტო სამუშაოების გამო, სწავლა 23-25 სექტემბერს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში ახალი სახელმძღვანელოები და პირველკლასელთათვის საბავშვო სასწავლო პორტატული კომპიუტერები ე.წ. ‘ბუკები“ დარიგდა.