ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა.
თანამედოვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ ზესაშვილმა გახსნა.
გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
მშენებლობა 2023 წლის აგვიტოს დაიწყო. საჯიჯაოში აქამდე პოლიციის განყოფილება არ იყო.დეპარტამენტში დასაქმებული პოლიციის თანამშრომლები ხობის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს მოემსახურებიან.