8 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში დასრულდა 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება.
ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სენაკის მორე ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება და შესაბამისად კობა შუბითიძის გარდამავალი თასი სენაკის მორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა. ტურნირს დთავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთის მიმართულების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრებთან ერთდ ესწრებოდნენ. ტურნირში გამარჯვებულებს თასები, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.