8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცის კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება. ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სენაკის მორე ქვეითი ბრიგადისა და ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება და შესაბამისად კობა შუბითიძის გარდამავალი თასი სენაკის მორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცეპოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე ვიცეპოლკოვნიკი მალხაზ კიკნაველიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი რევაზ გაბუნია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.