25 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო-ირაკლი შონიას ნამუშევრების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა საბავშო და ახალგაზრდული აქტივობები.
გაიმართა სპორტული ღონისძიებები-მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და გოგი ბუკიას სახელობის პირველობა ნარდში.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთისსახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე,ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულის ბოლოს ადგილობრივი შემსრულებლებისა და ოთო ნემსაძის ბენდის კონცერტი ჩატარდა, რომელიც ფოიერვერკით დასრულდა.