24 ოქტომბერს, ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ აღინიშნა.
ქალაქის ცენტრში სახალხო დღესასწაული მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ღონისძიების ფარგლებში, ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო-
მხატვრების თამარ ნადირაძე- ბუკიას და ნათია სანიკიძის ნამუშევრების გამოფენა
ჩატარდა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, ხელთნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა სპორტული ღონისძიებები,
სხვადასხვა საბავშო და ახალგაზრდული აქტივობები და კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ხობის ცენტრალურ პარკში შედგა ხობის საპატიო მოქალაქეთა, განათლების სფეროში მოღვაწე პირთა და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონიალი.
„საპატიო ხობელის “ წოდება მიენიჭათ:
1. ნარგიზა ტუღუშს - ქალაქ ხობის N2 საბავშო ბაგა-ბაღის მთავარი სპეციალისტი.
2. ნათელა ჯეჯელავას - ექიმი თერაპევტი.
3. კუკური ნაცვლიშვილს- მასწავლებელი.
4. ფრიდონი გოცირიძეს- ვეტერანი ფეხბურთელი.
დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პირები და წარმატებული სტუდენტები;
1. ზაირა ცხადაია - (სსიპ)ხობის N1 საჯარო სკოლა.)
2. ხურთქი (იამზე) აბრალავა - (სსიპ ხობის N2 საჯარო სკოლა.)
3. სულიკო ტაბატაძე -(სსიპ საგვიჩიოს საბაზო სკოლა.)
4. მანანა სესქურია- ჭალადიდის საბავშვო ბაღის მთავარი სპეციალისტი.
5. ნათელა ქირია-ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღის ფსიქოლოგი.
6. დარეჯან ნადარაია-გაღმა ხორგის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი.
წარმატებული სტუდენტები 100 % გრანტით
1. ქეთევან ხასია
2. ქეთევან ტურავა
3. ლუკა ნარსია
4. ნოდარ კარტოზია
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე,ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სახალხო დღესასწაული გალაკონცერტით გაგრძელდა სადაც მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ
ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, პროექტ ,,რანინას’’ ბავშვები და ჯგუფი ,,რეგიონი’’.
საღამოს უძღვებოდა თიკა ფაცაცია.