7 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა. კომისიის სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები, რომლებიც გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებას შეეხებოდა. კომისიამ მოისმინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ბუკიას და საკრებულოს აპარატის უფროსის ლელა შამათავას ინფორმაციები გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ და ამ თანამდებობების კონკურსის წესით შევსების მიზნით კონკურსის ორგანიზებისთვის გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამოცხადებისთვის აუცილებელი ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდება არაუგვიანეს 8 დეკემბრისა, რის შემდგომაც, ვაკანსიები გამოქვეყნდება ბიუროს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).