ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, 2017 წლის 31 ივლისის სხდომაზე, მიიღო რეკომენდაცია სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალის ექიმ-ტრავმატოლოგ რევაზ მიხელაშვილზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მწვრთნელ ირაკლი გეთიაზე სპორტის (ჭადრაკის) განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ბატონ რევაზ მიხელაშვილს და ბატონ ირაკლი გეთიას ამ საპატიო წოდებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.