2015 წლის 28 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 13 ივლისის 06/1172 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის თვის შესრულების ანგარიშის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
2. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის წერილის განხილვა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
3. კულტურის ცენტრის საინიციატივო ჯგუფის 2015 წლის 24 ივლისის N200 განცხადება (ანსამბლ „კოლხეთის“ წევრის რევაზ თოდუასთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 24 ივლისის 06/1279 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის თემის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ნოემბრის N98 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
5. საინიციატივო ჯგუფის 2015 წლის 24 ივლისის N205 განცხადება (გოგიტა ჩიტაიასთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 27 ივლისის 06/1282 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
9. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 28 ივლისის 06/1291 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
10. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 28 ივლისის 06/1292 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 29 ივლისს 12:00 საათზე.