2015 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ. ჟვანისას 31 აგვისტოს N01-02/1054 და N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მ. ლომაიას 1 სექქტემბრის N8/15 წერილების განხილვა (2015 წლის 31 ოქტომბერს დანიშნული ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარის რ. გვარამიას (03.09.2015 N260) განცხადების განხილვა (ლაშა გვასალიასთის ფრაქციის წევრობის სტატუსის მოხსნის თაობაზე)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 8 სექტემბრის N06/1539 წერილის განხილვა („ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2015 წლის 9 სექტემბერს 13:00 საათზე.