11 აგვისტოს გამართულ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებები დამსახურებული ექიმის ლუთინი ქავთარაძისა და ღვაწლმოსილი განათლების მუშაკის შალვა ხარებავასთვის ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. რაზედაც „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N29 დადგენილების შესაბამისად ბიურომ მიიღო რეკომენდაცია ლუთინი ქავთარაძისთვის ჯანმრთელობის სფეროში გაწეული ღვაწლის, ხოლო შალვა ხარებავასთვის განათლების სფეროში შეტანილი წვლილისა და თითოეულისთვის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულზე წერილობით ეცნობა მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულოს მიერ მიღებული წესის შესაბამისად, ბიუროს რეკომენდაციით გამგებლის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემის მიზნით.