2014 წლის 22 აგვისტოს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 აგვისტოს N06/1317 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 აგვისტოს N06/1318 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივლისის შესრულების ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 21 აგვისტოს 06/1331 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებლები: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე;
ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
4. „ფოთის საქალაქო სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირების დანიშვნის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
5. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაინიშნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 2014 წლის 22 აგვისტოს 14:00 საათზე.