29 ივნისს საჯიჯაოს ადინისტრაციულ ერთეულის კულტურის სახლში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა. რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ სხვადასხვა ადმინისტარციული ერთეულებიდან. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს წევრებს 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მერმა დეტალურად ისაუბრა 2017 წელს დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე, საკრებულოს წევრების მხრიდან მერის მიერ გაწეული მუშაობა შეფასდა დადებითად, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.