28 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ქარდავა უძღვებოდა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული N4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭებისმიზანშეწონილობის თაობაზე“ ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჭანიოს უბნის მოსახლეობის ერთობლივი განცხადების სფუძველზე მოსახლეობა ითხოვს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა გოგონას ნინი კონჯარიას სახელის უკვდავყოფის მიზნით, მისი სახელის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული N4 ქუჩისთვის მინიჭებას, გამომდინარე იქედან, რომ ნინი კონჯარიას გარდაცვალებიდან არ არის გასული 20 წელი, მერიის მხრიდან წარმოდგენილ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული N4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, (იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის თანახმადაც ხობის კულტურის სახლის მეორე სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართი სააპარატურო ოთახისთვის და შენობის სახურავზე მდებარე 1 კვ.მ ფართი GSM სისტემის ანტენების განსათავსებლად.
საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე გაიზარდა მოსაკრებლების ოდენობები, კერძოდ: სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობებზე. ზემო აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით მერიის მიერ საკრებულოზე წარმოდგენილ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ“
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ავტომანქანა „ნაგავმზიდი“, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 344500 ლარს, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადაეცა შპს ,,ხობი დასუფთავება და განათებას“.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.