31 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე უძღვებოდა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მსოფლიო ჩემპიონის, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის ბრინჯაოს პრიზიორის ნუგზარ წურწუმიას ხსოვნას. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე როგორც ქალაქ ხობისმაჟორიტარი წევრი შემოვიდა ინიციატივით, ხობის ახლადაშენებულ სპორტკომპლექსს მიენიჭოს ნუგზარ წურწუმიას სახელი და სპორტკომპლექსის წინ გაისნას მისი სახელობის ვარსკვლავი.
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადიდდა შემოსულობები 1738,4 ათასი ლარით და განისაზღვრა - 27332,2 ათასი ლარით. გადასახდელები გადიდდა 1918,4 ათასი ლარით და განისაზღვრა 33073,6 ათასი ლარის ოდენობით.
სხდომაზე შემდეგ საკითად განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს მიერ დამტკიცდა შპს ,,ბლექ სი პეტროლიუმს“ მიერ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა.
პროექტის თანახმად დაგეგმილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საორიენტაციო წარმადობით 3 მლნ ტონა წელიწადში. ასევე გათვალისწინებულია ნედლეულისა და სარეალიზაციო პროდუქციის მიღების, შენახვისა და გადაზიდვის ობიექტების, ენერგომომარაგების ობიექტების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ასევე განთავსდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და ქარხნის სხვა ობიექტები.
განკარგულების პროექტით საკრებულოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სოფელ გამოღმა ქარიატის მოსახლეობის მოთხოვნა N1 ქუჩისთვის ლევან ჭოჭუას სახელის მინიჭების თაობაზე.
განკარგულების პროექტებით, მდგრადი განვითარების მიზნების ხობის მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ და კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე მერების შეთანხმებასთან მიერთებისთვის ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულ იქნა განკარგულების პქოექტები.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ხობის ტერიტორიაზე, კერძოდ სამეგრელოს, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე სხვადასხვა საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.