18 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის
განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალის პრივატიზება ხორციელდება აუქციონის წესით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, განხორციელდა სოფლების გამოღმა და გაღმა ქარიატის ქუჩების, სახელდება, კერძოდ; N1 ქუჩას ეწოდა- წმინდა გიორგის ქუჩა; N2 ქუჩას - წმინდა ნინოს ქუჩა; N3 ქუჩას - ლაზეთის ქუჩა; N4 ქუჩას - აიეტის ქუჩა. სოფელ გამოღმა ქარიატაში არსებულ N1 ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული ლევან ჭოჭუას, ხოლო N2 ქუჩას ემზარ წურწუმიას სახელი.
ასევე განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საჭანიოს უბანში N4 ქუჩისთვის ნინი კონჯარიას სახელის მინიჭების თაობაზე“ ამავე ადმინისტრაციული ერთეულის საჭანიოს უბნის მოსახლეობის ერთობლივი განცხადების საფუძველზე, ძველი ხიბულის N4 ქუჩას მიენიჭა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა გოგონას ნინი კონჯარიას სახელი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.