2015 წლის 30 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: დადგენილების პროექტი „საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელშიც „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განხორციელდა გამგეობასა და საკრებულოში თანამდებობათა რანგირება. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომლითაც განისაზღვრა გამგებლის უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილებასა და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ხოლო დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამსახურებრივი დახასიათებისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის საატესტაციო ფურცლის ფორმები. საკრებულოზე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც გამგებელმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, საკრებულოს მიერ გამგეობის მიერ 2014 წელს გაწეული საქმიანობა ერთხმად შეფასდა დადებითად. ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.