15 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს 2016 წლის პირველი რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი: განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადდა წინადადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლისთვის განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფისთვის უნდა წარედგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამ ეტაპზე გამგეობის მხრიდან მომზადებული იყო შემდეგი საკითხები: ა) ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭითაუშკურში წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით; ბ) ხობის №1 და №2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით; გ) კულტურულ საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით; დ) ქ. ხობში ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტების) სამუშაოებთან დაკავშირებით; ე) ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის აღდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი დადებითად იქნა გადაწყვეტილი.
სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავა საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულია ტენდერი შიდა სახელმწიფოებრივი გზის ხობი-ახალსოფელი- რკინიგზის სადგურის 10 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ რომელიც 6.839 473 ლარით არის განსაზღვრული.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ, საკრებულოს რიიგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.