30 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: მათ შორის დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლებს დაევალათ ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უფლებამოსილი პირების განსაზღვრა და გამგეობის მოხელეებისთვის გარკვეული ვალდებულებების დაკისრება, კერძოდ: ცვლილებები შეეხება დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულებას. სხდომაზე ბოლო საკითხად ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის მიხედვითაც გამგეობის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტის საფუძველზე ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში საყოფაცხოვრებო შენობის მე-2 სართულზე მდებარე 12 კვ.მეტრი ფართის აუქციონის წესით გაიჯარება. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ რომლის თანახმადაც ქალაქ ხობში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქციისას მიმდინარე დემონტაჟიდან მიღებულია დაახლოებით 130 ტონა მეორადი შავი ლითონის ჯართი, რომლის გარკვეული ნაწილის გამოყენება შესაძლებელია მეორად სამშენებლო მასალად და რომლის აუქციონის წესით გასხვისება ხორციელდება, ასევე აუქციონის წესით ხორციელდება პრივატიზება ორი ერთეული სატვირთო ავტომანქანა „ზილ 131“ და SAZ-35-07, რომელიც ამორტიზირებული და გამოუსადეგარია. აღნიშნული ავტომანქანები მუნიციპალიტეტს გადმოეცა ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.