12 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილების თანახმად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ობიექტების ნუსხას დაემატა კიდევ ერთი ობიექტი, რომლის საფუძველზეც ქალაქ ხობში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები განხორციელება, შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი ადგილობრივი ბიუჯეტში. საკითხი საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.