5 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ქარდავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დადგენილების პროექტით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განხორციელდა შემდეგი სახის ცვლილება: ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები შემცირდა 50 ათასი ლარით, კერძოდ: საჯარო სკოლების დაფინანსება და სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები, ასევე მცირდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 38,7 ათასი ლარით. გამოთავისუფლებული თანხები და შემოსულობების ზრდით მიღებული 280,3 ათასი ლარი, სულ 330,3 ათასი ლარი მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: 177,3 ათასი ლარი „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაზე“, ხოლო 153,0 ათასი ლარი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ უზრუნველყოფაზე. ბიუჯეტში ასევე აისახა მერის ბრძანებებით მხარჯავი დაწესებულებებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებული სხვადასხვა გადანაწილებები. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, შემოსულობების გეგმა შეადგენს 13701,0 ათას ლარს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.