31 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ბიუჯეტში 2023 წლის შემოსულობებიგაიზარდა 272000,0 ათასი ლარით „გრანტებიდან“ (საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან) და მიიმართა პრიორიტეტის - ,,მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ ასიგნებაზე, კერძოდ: სტიქიით დაზარალებულთა დახმარებაზე, ბიუჯეტში ასევე განხორციელდა ნაშთის თანხის ასახვა. ბიუჯეტის შემოსულობები ამ ეტაპზე შეადგენს 19726,6 ათას ლარს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.