5 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის №59 ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, წარმოდგენილი დადგენილების პროქეტებში განხორციელდა ერთიდაიგივე შინაარსის ცვლილება, კერძოდ: ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში მიმდინარეობს საქმისწარმოების ახალი ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესი, რაც სრულდება მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს და ამავე თარიღიდან რეალურ რეჟიმში გაეშვება ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონული პროგრამა - „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა - MSDA", აღნიშნული აისახა განხილულ დადგენილების პროექტებში. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.