2014 წლის 4 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადების საფუძველზე გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის თანამდებობის პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხი: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნა ცვლილებები და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საშტატო ნუსხას დაემატა 31 საშტატო ერთეული, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისთვის - გათვალისწინებულია 1 საშტატო ერთეული, იმ ადმინისტრაციული ერთეულისთვის, რომელშიც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი მოსახლე გათვალისწინებულ იქნა 2 საშტატო ერთეული, ხოლო ხობის ადმინისტრაციული ერთეულისთვის გათვალისწინებულია 3 საშტატო ერთეული.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.