16 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
„ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ასახულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით მხარჯავი დაწესებულებებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებული სხვადასხვა გადანაწილებები.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯომარემ ედიშერ ჯობავამ საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მომავალი წარმატებები უსურვა მათ. თავის მხრივ საკრებულოს წევრებმა ლევან ქავთარაძემ, ბეჟან ქირიამ და მალხაზ ლაგვილავამ ასევე მადლობა გადაუხადეს საკრებულოს წევრებს, აპარატის საჯარო მოხელეებს თანამშრომლობისთვის, ხოლო საკუთარ ამომრჩევლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.