22 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაგრძელდა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს წევრს ირაკლი ბერაიას ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მის საკრებულოს წევრთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ფარული კენჭისყრის საფუძველზე არჩეულ იქნენ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარები, კერძოდ: სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - თეა გელანტია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ - ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ვლადიმერ ქანთარია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისის თავმჯდომარედ - დავით ბერაია და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - დოდო გაბუნია, რომელთა არჩევის შემდეგ დამტკიცდა შესაბამისი კომისიების შემადგენლობები და რეგისტრირებულ იქნა 2 ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, რომლის თავმჯდომარედ აირჩა ბექა მამაცაშვილი და ფრაქცია „ხობი“, რომლის თავმჯდომარეც გახდა კობა გოქაძე.
ახალი მოწვევის საკრებულო 37 წევრით დაკომპლექტდა, სადაც 22 მანდატი მაჟორიტარულ, ხოლო 15 პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრებს ერგოთ. აქედან, 29 მანდატი კოალიცია „ქართულმა ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“, 3 მანდატი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 2 მანდატი „ევროპულმა საქართველომ“ ხოლო თითო-თითო მანდატი „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და „შენების მოძრაობამ“ მიიღო.
2017 წლის 21 ოქტომბერს არჩეულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სია:
1. ვარაზი გაბედავა
2. ედიშერი ჯობავა
3. დოდო გაბუნია
4. დავით ბერაია
5. მამუკა ქარდავა
6. მერაბი ფილიპია
7. დიტო ხასია
8. შადიმანი ჭილაია
9. ირაკლი ბერაია
10. მამუკა ჭოხონელიძე
11. როლანდი სერგია
12. ია ჯიშკარიანი
13. თემური გულუა
14. ირაკლი ნადარაია
15. კახა ლატარია
16. კონსტანტინე ნასარაია
17. ვლადიმერ ქანთარია
18. ნიკოლოზი ვეკუა
19. მერაბ ნადარაია
20. ფრიდონ შონია
21. გოჩა ჯობავა
22. თეა გელანტია
23. თენგიზ აბაკელია
24. მზია ლემონჯარია
25. გოჩა სიჭინავა
26. აკაკი ხურცილავა
27. კობა გოქაძე
28. იგორი გოგოლაძე
29. ავთანდილი ხუნჯუა
30. კახა მიქაბერიძე
31. ტარიელ ალექსანდრია
32. ბექა მამაცაშვილი
33. გია წულაია
34. გიგა ნასარაია
35. გენადი ქაძანაია
36. ლაშა ცატავა
37. აბელი ქირია
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.