31 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტით პეტიციის წარმდგენ სუბიექტს მიენიჭა უფლებამოსილება პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის მოთხოვნის გარეშეც წარმოადგინოს პეტიცია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შემუშავებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება, რომლის საფუძველზეც საბჭო წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ხობის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებმა ხობელ ფალავანს ნუგზარ წურწუმიას და მის მწვრთნელებს კიდევ ერთხელ მიულოცეს მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეული ასპარეზობა, ბრინჯაოს მედალი და მომავალი წარმატებები უსურვეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.