6 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა დასახლებების საერთო კრებები/კონსულტაციები, სადაც განხორციელდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებების შერჩევა რომლისთვისაც 784 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი რაც საკრებულოს მხრიდან იქნა დამტკიცებული.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.