28 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, განკარგულების პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა დასახლებების საერთო კრებები/კონსულტაციები, სადაც განხორციელდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებების შერჩევა რომლისთვისაც 784 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი რაც საკრებულოს მხრიდან იქნა დამტკიცებული.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ და გამონაკლისის წესით მიწანშეწონილად იქნა მიჩნეული გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭება.
„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“. რომლის თანახმადაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე რჩება, რაც 2019 წელს იყო განსაზღვრული და ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარს, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარს.
სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლითაც მერიის დებულებაში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და სხვა პირები ფიქსირდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებით 55 საშტატო ერთეული გარდაიქმნა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიციად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.