30 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემცირდა შემოსავლები 1007,3 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომლის საფუძველზეც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ასევე გაუქმნდა სამსახურის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება და შეიქმნა ახალი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, არსებული საშტატო ნუსხის გათვალისწინებით.
სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება, მდებარე ქ. ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული შენობის დაუტვირთავი ნაწილი, გაიცემა სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით), აუქციონის წესით. ხოლო საკრებულოს მიერ მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ქალაქ ხობში სკვერის ტერიტორიის, იჯარის წესით გასხვისება და რაზედაც უარი ეთქვა მუნიციპალიტეტის მერიას.
განკარგულების პროექტის საფუძველზე „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აუქციონის წესით განხორციელდება პრივატიზება, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სახურავის დემონტაჟის შედეგადაც მიღებული 50 ცალი ვარგისი თუნუქის მეორადი შიფერის.
განკარგულების პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №59 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დასაფინანსებელი ობიექტებისთვის გათვალისწინებულ ნუსხაში დამატებულ იქნა თანადაფინანსების თანხები.
საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2020 წლის მუნიციპალურ პროგრამში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, სარეზერვო ფონდიდან პროგრამა გადიდდა 61017 ლარით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარების მიზნით.
სხდომის დასასრულს მოქალაქე ლევან ჯობავამ ისაუბრა ქალაქ ხობში არსებულ პრობლემებზე, რომელიც შეეხებოდა ქალაქის ტერიტორიაზე ნაგვის ურნების სიმცირეს, ზებრა გადასასვლელების არ არსებობას და ქალაქის ცენტრში ახლად აშენებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აუცილებლობას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.