4 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის შესაბამის საარჩევნო კომისიებს და საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიებისთვის გამოეყოთ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის, ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ხობის ყოფილი რაიკომის მდივნის ნუგზარ ნადარაიას ხსოვნას. რის შემდეგაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.