28 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 2021 წლის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელდა ნაშთის ასახვა, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტი განისაზღვრა 13076.6 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“, რაც გულისხმობს ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ყოველკვარტალურად განაწილებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით.
განკარგულების პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ“ მოწონებულ იქნა 2021 წლისთვის განსახორციელებელი სამუშაოები, კერძოდ: ა) საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან მდინარე ჭანისწყლის ხიდამდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; ბ) ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ; გ) ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, სავარდიოს უბანში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; დ) ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; ე) ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; ვ) გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ პირველ გურიფულში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; ზ) პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, საპერტიოს უბანში, სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; თ) პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგაბისონიოს უბანში, სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
ხოლო განკარგულების პროექტით „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. განხორციელდა გარკვეული ცვლილებები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.