28 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გაიზარდა შემოსავლები 74890,80 ლარით და ის მიიმართა პრიორიტეტის ,,საჯარო სკოლების დაფინანსება“, ,,მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“, ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისა“ და „სოფლის მხარდაჭერა პროგრამის“ ასიგნებებზე. ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გაიზარდა 1081,6 ათასი ლარით და საბოლოო ჯამში შეადგენა 14346,6 ათასი ლარი. სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაზე“ უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებული უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის ღირებულება შეადგენს 271893, 56 ლარს, გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებას. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.