29 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც, ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იზრდება 383,4 ათასი ლარით, კერძოდ მუხლი „გადასახადები“ – „დამატებითი ღირებულების გადასახადი“. აღნიშნული თანხიდან 373,4 ათასი ლარი მიიმართება პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის“ ასიგნებაზე, ხოლო 10.000 ლარი მიიმართება პრიორიტეტის „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების“ „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების“ ასიგნებაზე. დღის წესრიგით მომდევნო საკითად გათვალისწინებული დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მერიის წინადადებით უკან იქნა გაწვეული საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით. სხდომაზე ბოლო საკითხად განიხილეს განკარგულების პროექტი „ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შექმნის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ჯობავა პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და გარიცხულ იქნა ფრაქციის შემადგენლობიდან. ფრაქციის იმავე სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა აკაკი ხურცილავა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.