28 იანვარს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გაიზარდა 2936,4 ათასი ლარით და შეადგენა 16618.9 ათასი ლარი.
სხომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც მერიას დროებით შეუჩერდა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და მისი განხორციელება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონება, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, სოფელ ზუბის საბავშვო ბაღი პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ (უზუფრუქტის ფორმით), არსებობის ვადით გადაეცა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებას“.
სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს 2022 წლის სამუშაო გეგმა საკრებულოს კომისიების წლიური გეგმისა და მერიის მიერ 2022 წელს მოსამზადებელი პროექტების გათვალისწინებით.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.