29 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. მათ შორის, დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახამდაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთიდან ადგილობრივ ბიუჯეტში აისახა 140,0 ათასი ლარი, რომელიც მიიმართება, შემდეგ ღონისძიებებზე: ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ ასიგნებაზე 68,6 ათასი ლარი. აქედან 4,5 ათასი ლარი-,,ხიდების, ხიდ-ბოგირების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა,“ 50,0 ათასი ლარი- ,,სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია,“ ხოლო 14,1 ათასი ლარი-,,სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ ასიგნებებზე.
ხოლო 71,4 ათასი ლარი მიიმართება ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ ასიგნებაზე, აქედან: 71,4 ათასი ლარი - ,,მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ასიგნებაზე, მათ შორის: 71,4 ათასი ლარი - სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების შესაკეთებლად მასალების შეძენის ასიგნება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.