9 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის;დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2022 წლის შემოსულობები გაიზარდა 38,5 ათასი ლარით „გრანტებიდან“ (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან) და ბიუჯეტის შემოსულობები ამ ეტაპზე შეადგენს 21339,7 ათას ლარს.
მერიის წინადადების თანახმად, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის განხორცილებისა და რეორგანიზაციის საფუძველზე ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და არსებულ სტრუქტურულ ერთეულებში, შიდა გადანაწილებების განხორციელების შესახებ.
განკარგულების პროექტით განკარგულების პროექტი: სსიპ ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლისთვის სსიპ ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ სსიპ ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიეცა თანხმობა სკოლისთვის სსიპ ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის სახელის მინიჭების თაობაზე
ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ოხვამეკარში არსებული წყლის სისტემა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მხრიდან ჩაუტარდა რეაბილიტაცია და 2022 წლის 15 თებერვლიდან შესულია ექსპლოატაციაში, მოვლა-პატრონობის მიზნით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით, გადაეცა შპს ,,ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებას“, რაზედაც მიღებულ იქნა განკარგულება „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის საფუძველზეც აუქციონის წესით საპრივატიზებოდ მზადდება ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სკვერის რეაბილიტაციის შედეგადაც მიღებული 50 კვმ შერეული ფორმის მეორადი ბაზალტის ფილები.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ - საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრს“ სარგებლობის უფლებით არსებობის ვადით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.