5 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, ასევე აღნიშნა, რომ საკრებულო აქტიურად არის ჩართული და უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას დასოლიდარობას უცხადებს ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი გაიზარდა 158.0 ათასი ლარით, აღნიშნული თანხა მიიმართება საახალწლო და მიმდინარე წლის დასრულებასთან დაკავშირებით სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებების: კონცერტების; საშობაო ბაზრობების, გამოფენა-გაყიდვების, საბავშვო გასართობი სივრცეების, ფოტოგადასაღები ზონებისა და საახალწლო ინსტალაციების მოწყობის, თოვლის ბაბუასთან ბავშვების შეხვედრის ცერემონიის და ფოიერვერკის ჩატარების ღონისძიების დასაფინანსებლად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.