28 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ქარდავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
მათ შორის დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთიდან ბიუჯეტში აისახა 860,6 ათასი ლარი, რომელიც მიიმართა ახალდაფუძნებული ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ სუფსიდიის ასიგნებებზე.
სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამისა და თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც პროგრამაში ხანძრით და სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა 30 000 ლარი, 2023 წლის იანვარში ძლიერი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დასაფარად არასაკმარისი აღმოჩნდა, დათვლილი ზარალის შესაბამისად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტისთვის დამატებულ იქნა 272000 ლარი, შესაბამისად თანხა განისაზღვრა 302 000 ლარით და საბოლოო ჯამში პროგრამის ბიუჯეტმა შეადგინა 881 950 ლარი, ამასთან განკარგულებას შეეცვალა სახელი და ეწოდა „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
ხობის მუნიციპალიტეტს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან“ გადმოეცა ორი სატვირთო ავტომანქანა, განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაეცა შპს ,,ხობი დასუფთავება და განათებას“.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.